სერბმა ფეხბურთელმა ლაზარ მარკოვიჩმა, რომელიც მარიო ბალოტელისთან ერთად "ლივერპულში" თამაშობდა, იტალიელი ფორვარდის შესახებ ერთი ისტორია გაიხსენა.
"მარიო ყველაზე არანორმალური ფეხბურთელი იყო, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ბუნებრივია, დადებითად ვამბობ. ერთხელ ვარჯიში გააცდინა, რადგან აეროპორტში უნდა წასულიყო და საკუთარ ძაღლს დახვედროდა.
ღმერთმა უწყის, სინამდვილეში სად იყო, თუმცა მწვრთნელთან საუბრისას ვარჯიშის გაცდენა ამ მიზეზით ახსნა. როჯერსსაც არაფერი გაჰკვირვებია, მარიოსთვის ასეთი რამ ნორმა იყო", - განაცხადა მარკოვიჩმა.
მარიო ბალოტელი "ლივერპულში" 2014-16 წლებში თამაშობდა და პრემიერლიგაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. 25 წლის მარკოვიჩმა კი ბევრი
კლუბი მოიარა და ბელგრადის "პარტიზანს" დაუბრუნდა.