"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციისას იურგენ კლოპის გადაწყვეტილების (ეთამაშა დუბლებით ინგლისის თასზე) შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"იურგენ კლოპი იურგენ კლოპია. ის იმას აკეთებს, რაც უნდა. იურგენი აკეთებას იმას, რაც სურს, რასაც კლუბის ხელმძღვანელობა მისგან ითხოვს და რის ნებასაც მას რთავენ. მისი მოქმედებები ნებადართულია და არცერთი კანონი არ კრძალავს მას. ასე რომ, როგორც მოუნდება, ისე მოიქცევა.
კარიერაში ინგლისის თასი მხოლოდ ერთხელ მოვიგე და მეორედ მოგებაც მინდა ვცადო. თუ მკითხავთ, გავაკეთებდი თუ არა იმავეს, დაახლოებით ვიცი, რა მიმართულებაც მექნებოდა.
თუკი
იმას მკითხავთ, რომელს ავირჩევდი - "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ძირითადი გუნდით თამაშს თუ ბიჭებისთვის დასვენების საშუალების მიცემას - აუცილებლად პირველი მიმართულებით წავიდოდი. ბიჭებს რომ დაესვენათ, ეს ნიშნავდა, რომ პირველი მატჩის შემდეგ გამოვვარდებოდით. ფრე კი უკეთესია.
მხოლოდ წინ! ჩვენ ინგლისის თასზე ვთამაშობთ. სანამ არ გამოვვარდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ", - თქვა პორტუგალიელმა.
დღეს, 5 თებერვალს, "ტოტენჰემ ჰოთსპური" "საუთჰემპტონს" ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Football.London-ის მიხედვით
,