მერსონი - გვარდიოლაზე: როგორ შეიძლება იყო საუკეთესო მწვრთნელი, როცა 22-ქულიანი ჩამორჩენა გაქვს?

AutoSharing Option
Sky Sports-ის ექსპერტი პოლ მერსონი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს ადარებს.

"სიტის" "ლივერპულთან" 22-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. მოდით, ვიყოთ გულახდილები, გვარდიოლა ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ასეთ ამბავს აპატიებენ, ის ხომ "მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია". მაგრამ როგორ უნდა იყო მსოფლიოში საუკეთესო, როცა 22-ქულიანი ჩამორჩენა გაქვს?

კლოპმა გვაჩვენა, რომ ყოველთვის წინ უნდა ვიმოძრაოთ. მან აიძულა "ლივერპული", რომ მუდმივი პროგრესი ჰქონდეთ. "ლივერპული" წარმატების შემდეგ დაბალ დონეზე არ ჩამოდის.

"მანჩესტერ სიტიში" ყველამ იცოდა, რომ კომპანის წასვლის შემდეგ საჭირო იყო ახალი ცენტრალური მცველის დამატება. დიახ,
გვარდიოლას არ ეცოდინებოდა, რომ ლაპორტი ტრავმას მიიღებდა, მაგრამ კომპანის წასვლის შესახებ ყველა საქმის კურსში იყო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ლოგიკით მსოფლიოს ჩემპიონის მწვრთნელი,მსოფლიოში საუკეთესოა.ამას ვერაფრით დავეთანხმები,თუმცა კლოპი,ამჟამად,მეც საუკეთესო მგონია
სოსო
12:43 10-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული