"მანჩესტერ სიტი" შეიძლება მე-4 დივიზიონში დააქვეითონ - გვარდიოლა წასვლას აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" შესაძლოა, უეფას ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისათვის ევროტურნირებიდან ორი სეზონით მოკვეთა არ აკმარონ, - იტყობინება "ინდეპენდენტი".

გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, "ქალაქელებს" პრემიერლიგაში ქულები დააკლონ, რამეთუ ეს დარღვევა შიდა ტურნირსაც ეხება. პრემიერლიგის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე განიხილა აღნიშნული საკითხი და "სიტისთვის" ქულების ჩამოკლება სავსებით რეალურია.

მეტიც, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ ახლახან შეცვალა წესები იმგვარად, რომ კლუბები მსგავს სიტუაციაში ლიგა 2-ში, ანუ რანგით მე-4 დივიზიონში დააქვეითონ.

როგორც გაუწყეთ, მანკუნიანური კლუბი გამოტანილ ვერდიქტს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს. "ტელეგრაფის" ცნობით, თუ აპელაცია ვერ მოიგეს, მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა გუნდს დატოვებს. უკვე ასახელებენ მის შესაძლო მემკვიდრეებს და ყველაზე რეალურ კანდიდატად უმუშევარ მაურისიო პოჩეტინიოს მიიჩნევენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ესენი იმდენს იზამენ, რომ ბოლოს სიტის, რეალის, პსჟ-ს და მათნაირი გუნდები მართლა შექმნიან საერთო სუპერლიგას და რომ გაუნახევრდებათ შემოსაველი უეფაში მერე მიხვდებიან რა მაგრად ჭამეს...
უნივერსალი
17:29 18-02-2020
0
ესენი მართლა კონკურენტებს იშორებენ, დასჯა რომ იყოს აუკრძალავდნენ გარკვეული დროით ფეხბურთელების ყიდვას როგორც ჩელსი დასაჯეს, 4 წელი პრემიერ ლიგის გარეშე და 2 წელი ლიგის გარეშე 30 მილიონთან ერთად ფრული ბრძოლა უფრო გავს, პსჟს და რამდენიმე გუნდსაც თუ მიადგნენ ფეხბურთი მოისპობა ალბათ საერთოდ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული