ფრენკ ლამპარდი: კეპა? ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია დაკარგოს გუნდში ადგილი რონადლოსა და მესის გარდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი კეპა არისაბალაგას ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.

"მე უბრალოდ ასეთი არჩევანი გავაკეთე. მინდა, რომ თითოეული ყველაფრისთვის მზად იყოს. მე ვიცი ეს რაც არის, და წარმომიდგენია, კეპა რას გრძნობდა. თუმცა ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გუნდში ადგილი დაკარგოს რონადლოსა და მესის გარდა. მე არ ველი ღიმილებს, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ვიცი, რომ შესაბამისი კითხვები და რეაქციები მოყვება. ჟანსაღი კონკურენციის დროს, როცა თქვენი სტანდარტები ეცემა და მწვრთნელი კონკრეტული მიზეზების გამო სხვას აძლევს სათამაშო დროს, ამაზე სწორი რეაგირება უნდა მოახდინოთ.
მისი რეაქცია დადებითი იყო, სიმართლე გითხრათ, ასევ ვიცოდი. ის თავაუწევლად მუშაობდა. ამ კვირაში მასთან ხშირად არ მისაუბრია, მაგრამ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და მის შესახებ უკვე მივიღე კიდეც." - ციტირებს ლამპარდს The Guardian.

alt"ჩელსისა" და ლამპარდის ურთიერთობა იძაბება

altზინედინ ზიდანს კეპა არისაბალაგა არ სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული