ალისონისა და კრულის საოცარი "სეივები", ფირმინოს ცარიელ კარში აცილება და "ლივერპულის" ზედიზედ მე-17 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 26-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ნორვიჩს". გოლი 78-ე წუთზე სადიო მანემ გაიტანა.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 გამარჯვება იზეიმა - ბოლოს ოქტომბერში გასვლაზე "მანჩესტერს" ვერ სძლია - 0:0.

"ლივერპული" პრემიერლიგაზე მიჯრით 43 შეხვედრაში დაუმარცხებელია და "არსენალის" რეკორდამდე 6 მატჩი უკლია.

"წითლებმა" მეორეადგილოსანი გუნდი (მანჩესტერ სიტი) 25 ქულით ჩამოიტოვა, რაც რეკორდია. ამას გარდა, ზედიზედ 35 მატჩში გააქვს გოლი.

მეკარე ალისონმა ამ სეზონში პრემიერლიგის 10 მატჩში არ გაუშვა გოლი - ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი პროფესიონალიზმი გმართებთ...ბოლო თამაში სადაც ლივერპულმა პრემიერლიგაში ქულები დაკარგა კი ბატონო იყო მანჩესტერთან და დასრულდა 1-1 და არა 0-0
basket
12:12 16-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული