ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მზადაა "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ ლიდერი რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.
წყაროს ცნობით, მადრიდელებს სტერლინგის შეძენა ზაფხულში სურთ და ამ საქმეში ხელშემწყობი ის სანქციაც იქნება, რომელიც "სიტის" უეფამ დააკისრა.
თავად ფეხბურთელის წარმომადგენელმა ედი უორდმა Mirror-თან საუბარში განაცხადა, რომ სტერლინგი მხოლოდ "მანჩესტერ სიტიზეა" ორიენტირებული და სხვა კლუბში ტრანსფერზე საუბარს არ აპირებს.