გარდაიცვალა "მანჩესტერის" ექსმეკარე, რომელმაც მიუნხენის ავიაკატასტროფის შემდეგ 7 ადამიანი გადაარჩინა

AutoSharing Option
87 წლის ასაკში "მანჩესტერისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარი გრეგი გარდაიცვალა, რომელმაც 1958 წელს მიუნხენის ავიაკატასტროფის შემდეგ 7 ადამიანი გადაარჩინა.

გრეგი "იუნაიტედში" 1957 წელს გადავიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა. თავისი დებიუტიდან 3 თვის შემდეგ ის გუნდთან ერთად ბელგრადიდან, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი ჩაატარეს,  მანჩესტერში ბრუნდებოდა. თვითმფრინავი საწვავის მარაგის შესავსებად მიუნხენში გაჩერდა, აფრენისას კი ავიაკატასტროფა მოხდა. საფრენ აპარატში მყოფი 44 ადამიანიდან 21 გადარჩა (9 ფეხბურთელი, მწვრთნელი მეტ ბასბი, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი).

გრეგმა თვითმფრინავიდან 7
ადამიანი გამოიყვანა და გადაარჩინა, მათ შორის, პატარა ბავშვი და თანაგუნდელები - ბობი ჩარლტონი და ჯეკი ბლანჩფლაუერი.

ავიაკატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ გრეგმა ინგლისის თასზე "შეფილდ უენსდეისთან" ითამაშა და გოლი არ გაუშვა. 1958 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო გოლკიპერად აღიარეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული