გაუქმებული ორი გოლი, არგაძევებული მცველი და "სტემფორდ ბრიჯი" "მანჩესტერმა" დაიპყრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 26-ე ტურში "ჩელსი" სახლში 0:2 დამარცხდა "მანჩესტერთან".

"ჩელსის" ფეხბურთელების, კურტ ზუმასა და ოლივიე ჟირუს გოლები ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმეს.

"ჩელსი" 41 ქულით მეოთხე ადგილზეა, "მანჩესტერი" კი 38 ქულით - მეშვიდეზე.

კრისტენსენთან ბრძოლაში ტრავმა მიიღო პირველი გოლის ავტორმა მარსიალმა და 90+1-ე წუთზე იგალომ შეცვალა, რომლისთვისაც ეს "იუნაიტედში" სადებიუტო მატჩი იყო - 30 წლის ნიგერიელი "შანხაი შენხუადან" ინათხოვრეს.

მე-11 წუთზე ტრავმა მიიღო "მანჩესტერის" ნახევარმცველმა კანტემ და მოედნის დატოვება მოუწია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 504 მაყურებელი
ჩელსი - მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 მარსიალი (45), 0:2
მაგუაირი (66)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული