"ბაიერის" 24 წლის მცველით ლონდონის "არსენალი" ინტერესდება. საუბარია ჯონათან ტაზე.
მიმდინარე სეზონში ჯონათანმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. Sport Bild-ის ჟურნალისტის ცნობით, ლონდონელებს ტას წაყვანა შემდეგ სეზონში უნდათ. გერმანელები კი 40 მილიონ ევროს ითხოვენ მცველის სანაცვლოდ.