გვარდიოლა: თუ არ გამაგდებენ, "სიტიში" დავრჩები, 100%-ით ვიცი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ გუნდში იმ შემთხვევაშიც დარჩება, თუ მათ ევროთასებიდან მოკვეთასთან ერთად დააქვეითებენ კიდეც.

"ჩვენ გავასაჩივრებთ და დაველოდებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალი იზეიმებს და შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. თუ მე არ გამაგდებენ, დავრჩები. დავრჩები თუ არა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მეორე ლიგაში დაგვაქვეითებენ? ვერ ვხედავ მიზეზებს, რატომ უნდა წავიდე. მე მიყვარს ეს გუნდი და რაც უნდა მოხდეს, შემდეგ სეზონშიც აქ ვიქნები." - ციტირებს გვარდიოლას Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს უეფამ "მანჩესტერ სიტი" ევროთასებიდან
2 წლით მოკვეთა. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ფინანსური Fair Play-ს გამო დაისაჯა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული