გვარდიოლა: "ბარსას" ვურჩევდი, ცოტა ტონი შეცვალონ...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს განცხადებაზე "ფეარ-პლეისთან" დაკავშირებით. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელმა უეფას მადლობა გადაუხადა "სიტის" დასჯისა და "ფეარ-პლეის" პრინციპების დაცვისთვის.

"თუ "ბარსელონაში" ჩვენი დისკვალიფიკაცია გაუხარდათ, მე ვეტყოდი პრეზიდენტს - დაგვაცადეთ გადაწყვეტილების გასაჩივრება.

ვთვლით, რომ მართლები ვართ და ამიტომაც აპელაციის შეტანას ვაპირებთ. "ბარსელონას" ტონის ცოტათი შეცვლას ვურჩევდი, ძალიან ხმამაღლა ნუ ისაუბრებენ, რადგან ზოგჯერ სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება.

ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და იმედი მაქვს, მომავალში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შევძლებთ", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Sky
Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
პეპ ბარსას უმადლოდე თორემ მანამდე ვინმე გიცნობდა? საერთოდ ყველა ვინც მოდის ბარსაში უცნობი ფეხბურთელი იქნება თუ მწვრთნელი ყველა მსოფლიოს დონის ცნობადი სახეები ხდებიან. ამიტომ ყველამ ნება იბოძეთ აქეთ უხადეთ მადლობა ბარსას! უმადურებო.
barsa mesi
09:19 21-02-2020
16
რა დააშანტაჟა - ყველაფერს ნუ მათქმევიეებთო
ზორბეგი
16:33 20-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული