ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა საკუთარი აზრი გამოთქვა ახლანდელ "ლივერპულსა" და პრემიერლიგაში მის გამოსვლაზე.
"ის, რაც "ლივერპულის" ირგვლივ ხდება, გასაოცარი ისტორიაა. მათ ყველაფერი აქვთ ჩემპიონობის ტიტულის წაუგებლად მოსაპოვებლად. ეს ფანტასტიკური გუნდია, კარგად ორგანიზებული, რომელსაც დროდადრო უმართლებს კიდეც.
თუმცა ამას კრიტიკის კუთხით არ ვამბობ. "არსენალსაც" უმართლებდა და წარმატებას გუნდები საკუთარი შრომით იმსახურებენ. ერთადერთი გუნდი, რომელსაც მათი შეჩერება შეუძლია, "მანჩესტერ სიტია". ზოგიერთი გუნდის ფეხბურთელები "ლივერპულთან" სათამაშოდ განწირულები გამოდიან.
მათ შესანიშნავი შემადგენლობა და დაყენებული, განსაზღვრული თამაშის სტილი აქვთ. ის ფაქტი, რომ ფრედ
მხოლოდ ერთხელ ითამაშეს, მათ უფრო უნიკალურს ხდის. ჩვენ ხომ 12-ჯერ ვითამაშეთ ფრედ საჩემპიონო სეზონში, თუმცა მათი უმრავლესობა ტიტულის გაფორმების შემდეგ იყო.
ვფიქრობ, ჩვენი "არსენალი" ამ "ლივერპულს" მოუგებდა. ეს ადვილი სულაც არ იქნებოდა, თუმცა ჩვენს გუნდში უფრო მეტი ინდივიდუალური ოსტატობა იყო. ძნელია შედარება, თუმცა ოსტატობისა და თამაშის სისწრაფით უპირატესობა ჩვენ უნდა გვქონოდა", - განაცხადა ლემანმა.
2003/04 წლების ინგლისის პრემერლიგის სეზონში ლონდონის "არსენალმა" იენს ლემანთან ერთად ჩემპიონის ტიტული ისე მოიგო, რომ არცერთხელ არ წაუგია.