"მანჩესტერ სიტიმ" მოიგო და "ლივერპულთან" ჩამორჩენა 19 ქულამდე შეამცირა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 27-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" ვერცხლის მედლისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "ლესტერი" სტუმრად 1:0 დაამარცხა და 7 ქულით გაექცა.

გოლი მე-80 წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანა. "ქალაქელთა" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ პენალტი ვერ გამოიყენა. "სიტიმ" მიმდინარე სეზონში მეოთხე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

კასპერ შმეიხელმა ჩემპიონატზე მეოთხე პენალტი მოიგერია და თავისი მამის, პეტერ შმეიხელის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

"სიტი" 57 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 19 ქულით ჩამორჩება, რომელიც 23 თებერვალს "ვესტ ჰემს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა,როგორ დასწევია კაცო?!
სოსო
18:32 23-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული