The Daily Star-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია შემტევი ნახევარმცველის, ვილიანის ტრანსფერით. აღსანიშნავია, რომ მოურინიო ვილიანთან ლონდონის "ჩელსიში" ყოფნის დროს თანამშრომლობდა.
ჩელსისა და ვილიანის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. თუ კონტრაქტი არ გახანგრძლივდება, 31 წლის ბრაზილიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება და "ტოტენჰემი" მას უფასოდ წაიყვანს.
ვილიანი "ჩელსიში" მახაჭყალის "ანჟიდან" 35.5 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 33 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.