"იუნაიტედი" სენსაციისთვის ემზადება და დე ხეას გაყიდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უახლოეს ზაფხულში ესპანელი მეკარისა და გუნდის ლიდერის, დავიდ დე ხეას ტრანსფერის შესაძლებლობის განხილვას იწყებს.

Goal.com-ის ინფორმაციით, კლუბი მეკარეს იმიტომ გაყიდის, რომ დამატებითი ფინანსები მოიზიდოს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოზიციაზე გაძლიერებას გეგმავს, რაც ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, ხოლო დავიდის ტრანსფერი ერთგვარი ბერკეტი იქნება.

შეგახსენებთ, დავიდი მადრიდის "ატლეტიკოდან" "მანჩესტერს" 2011 წლიდან შემოუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან 392 მატჩი ჩაატარა.

გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე, ევროპა ლიგის თასის აღმართვაც მოასწრო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული