პეტერ შმეიხელი: დე ხეამ "მანჩესტერი" სერიოზულად დააზარალა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა ამავე გუნდის ამჟამინდელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა გააკრიტიკა.

"დე ხეას შეცდომების მიზეზი არასაკმარისი კონცენტრაციაა. მის მიერ შვიდ მატჩში დაშვებულმა შვიდმა შეცდომამ გუნდი სერიოზულად დააზარალა. ეს ტოპ-კლუბისთვის ძალიან ბევრია. უკეთ თამაშს უნდა შეეცადოს. უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს. ვფიქრობ, მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელს ეს შეუძლია.

როდესაც შეცდომებზე მიგითითებენ, თქვენ რწმუნდებით, რომ პრობლემები გაქვთ. შესაძლოა, სწორედ ეს მოქმედებს ახლა დე ხეაზე", - ციტირებს შმეიხელს პრემიერლიგის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული