კლოპი: 4-დან 3 მატჩი მარტო "ლივერპულმა" კი არა, გულშემატკივრებმაც წააგეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ენფილდის" ატმოსფეროზე ისაუბრა.

"ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ენფილდის" გავლენა იმაზე ძლიერია, ვიდრე ვფიქრობდი. სტატისტიკაზე არასოდეს არ ვფიქრობდი. ახლა ვგრძნობთ, რომ 21 მატჩი მოვიგეთ, წაგებამ კი ყველაფერი შეცვალა. არაფრის იგნორირებას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ.

ხვალ ისევ უნდა შევქმნათ ატმოსფერო, შემდეგ კი გამოვიყენოთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ყველას სწორი განწყობა გვქონდეს. მათ შორის გულშემატკივრებსაც.

4-დან 3 მატჩი მარტო "ლივერპულმა" კი არა, გულშემატკივრებმაც წააგეს. ახლა ყველაფერი რეაქციაზეა დამოკიდებული.

საქმე რეკორდებში როდია. მორიგ შეხვედრაში მოგების ალბათობა მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ.
ამისათვის ვემზადებით", - განუცხადა კლოპმა კლუბის საიტს.

"ლივერპულისა" და "ბორნმუთის" დაპირისპირება 7 მარტს საქართველოს დროით 16:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი თამაში გამოვიდა.
სოსო
23:30 07-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული