
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ვილიანი, რომელთანაც კლუბი შეთანხმებას ჯერ ისევ ვერ ახერხებს, დიდი ალბათობით, ზაფხულში ლონდონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, 31 წლის შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით ორი ლონდონური კლუბია დაინტერესებული - "არსენალი" და "ტოტენჰემი". ასევე, ბრაზილიელთან კონტრაქტის გაფორმების ვარიანტს მიუნხენის "ბაიერნიც" განიხილავს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში ვილიანმა 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ჩელსის" რიგებში ბრაზილიელი 2013 წლიდან თამაშობს, იქამდე კი მახაჭყალის "ანჟიში" გამოდიოდა.
ვილიანი: რონალდინიო მესისა და რონალდოზე უკეთესი იყო
ეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი
მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში