ინგლისის პრემიერლიგა გარკვეულ დრომდე შეჩერდა, თუმცა ჩემპიონატის მმართველი ორგანიზაციის მიხედვით, ისინი შეჯიბრების შეწყვეტას არ აპირებენ.
"მიუხედავად არსებული სირთულეებისა, პრემიერლიგას აქვს მიზანი, რომ გადადებული მატჩები სხვადასხვა დროს ჩაატაროს, როცა ეს შესაძლებელი იქნება და ადამიანთა უსაფრთხოებას საფრთხე არ დაემუქრება", - წერია პრემიერლიგის განცხადებაში.
ამ ეტაპისთვის, ლიგის განახლებას 4 აპრილს ვარაუდობენ. 29 ტურის შემდეგ კი ცხრილს "ლივერპული" ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს.
გადაწყვეტილება მიღებულია: უეფამ ორივე პრესტიჟული ტურნირი შეაჩერა!