აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება 17-18 მარტს ჩემპიონთა ლიგისა და 19 მარტს ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებს, ასევე, უეფას ახლგაზრდული ლიგის თამაშებს.
აქედან გამომდინარე, ამ ტურნირების 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრაც გადაიდო.
მოგეხსენებათ, უეფამ 17 მარტს სპეციალური შეხვედრა ჩანიშნა, რომელშიც მონაწილეობას ევროპის ყველა ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების წარმომადგენლები, ევროპული კლუბების ასოციაცია და პროფესიონალი ფეხბურთელების მსოფლიო ასოციაცია მიიღებს. L’Equipe-ის ინფორმაციით, 2020 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს 2021 წელს გადაიტანენ.