"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თავისი თამაშით არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. ადრე დავწერეთ, რომ კეინი "ტოტენჰემში" ვერ ხედავს ჩემპიონის პოტენციალს და გუნდის დატოვებაზე დაფიქრდა. მისი სამსახურით "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.
AS-ის ცნობით, ტურინელები კეინში კრიშტიანო რონალდოს იდეალურ პარტნიორს ხედავენ და მზად არიან, თავდასხმა ამ გზით გააძლიერონ. რონალდოს გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კეინისთვის შესაძლოა, საინტერესო იყოს ტურინელებთან შეერთება - პოლ პოგბაა. მოგეხსენებათ, იტალიელები აშენებენ საჩემპიონო კლუბს და ჰარი, სავარაუდოდ, ამ პროექტის
ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნებოდა.
მადრიდის "რეალსა" და "ტოტენჰემს" უკვე აქვთ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება. შეგახსენებთ, "დეზებიდან" "რეალს" ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი შეუერთდნენ. წარმატებული თანამშრომლობის ფონზე, მხარეები შეთანხმებას მარტივად შეძლებენ.
და ბოლო ვარიანტი - "მანჩესტერ სიტია". იმ შემთხვევაში, თუ კეინს არ სურს სამშობლოს დატოვება, "სიტი" იდეალური ვარიანტია, თუმცა ფეხბურთელის ამბიციებში ჩემპიონობაა, ხოლო "სიტი" ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთილია და ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება.
კეინი "ტოტენჰემში" 2011 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლი და ორი ასისტია. ამჟამად კი ტრავმას იშუშებს, რომელიც "საუთჰემპტონთან" მატჩში მიიღო.
10:31 17-03-2020
სატრანსფერო ომის მოლოდინში: ცნობილია, ვინ იბრძოლებს კეინის მოსაპოვებლად
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული