"არსენალი" ორკვირიანი კარანტინის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ არ ღირს ვარჯიშების განახლება. 

Daily Mail-ის ცნობით, "მეთოფეებს" კონსულტაციები ჰქონდათ პრემიერლიგის სხვა კლუბების სამედიცინო შტაბებთან. ფეხბურთელები, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი და პერსონალი მას შემდეგ გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი აღმოაჩნდა. 2-კვირიანი კარანტინის რეჟიმი 4 დღეში სრულდება და ოფიციალურად "არსენალს" შეეძლება ვარჯიშების გაგრძელება, თუმცა კლუბი მზადაა, საკარანტინო ზომები გაახანგრძლივოს. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერლიგა 30 აპრილამდე, კორონავირუსის გამო შეჩერდა. 

altარტეტას კორონავირუსი აქვს - "არსენალის" მატჩი გადაიტანეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული