მიკელ არტეტა თვლის, რომ კორონავირუსისგან განიკურნა

AutoSharing Option
"არსენალის" მწვრთნელი მიკელ არტეტა, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობს, - იტყობინება Evening Standard-ი.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, დაავადების არავითარი სიმპტომი აღარ მაქვს. ძალებით აღსავსე ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ", - განუცხადა არტეტამ ესპანურ ტელეარხ La Sexta-ს.

ორკვირიანი კარანტინი ორ დღეში სრულდება და ჯერ უცნობია, განაახლებს თუ არა 37 წლის არტეტა "არსენალის" ვარჯიშებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ "მეთოფეები" პერსონალსა და ფეხბურთელებს ანაზღაურებას არ შეუმცირებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული