კოუტინიოზე პრემიერლიგის გუნდები ნადირობას აცხადებენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, რომელიც იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. 

Mirror-ის ცნობით, "ბარსელონამ" ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ კოუტინიოზე პრეტენზია აქვთ: ლონდონის "არენალს", "ტოტენჰემ ჰოთსპურსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს". 

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" კმაყოფილია კოუტინიოს თამაშით, მის დატოვებას არ აპირებს, რამეთუ გამოსასყიდი 90 მილიონი ევრო გადაჭარბებული ეჩვენებათ. 27 წლის ბრაზილიელმა გერმანელების რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

altრუმენიგე: კოუტინიო ვარჯიშებზე, ზოგჯერ თამაშებშიც,

აჩვენებს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია

alt"ბარსელონა" კოუტინიოს გაყიდვას 80 მილიონად აპირებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კიდევ რა Თავს იკლავდა? ამხელა დრო გააცდინა. ყოფილიყო ლივერპულში , Ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებდა და პრემიერლიგასაც. დღეს ვინც მასზე ნადირობს, არც ერთს წარმატების Შანსი არა აქვს
: )))))))
00:25 25-03-2020
0

სიახლეები პოპულარული