მიხაილ ბალაკი: მოურინიო "ჩელსიდან" ფეხბურთელების გამო გააგდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა მიხაილ ბალაკმა 2007 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გაგდებაზე ისაუბრა.

"საკმარისად გამოცდილი ვიყავი ყველაფრის მისახვედრად. როცა გუნდი ვერ იგებს, მწვრთნელი პირველი ადამიანია, ვინც შეიძლება შეიცვალოს.

მოურინიოსთვის ეს "ჩელსიში" გატარებული მეოთხე სეზონი იყო. მწვრთნელების მიერ კლუბებში გატარებულ საშუალო დროს თუ გადავხედავთ, ეს საკმაოდ კარგი შედეგია. მოურინიო ძალიან ბევრს მუშაობდა. შესაძლოა, ამის გამოც რაღაც მომენტში ყველაფერმა შეწყვიტა ფუნქციონირება.

ეს კი საერთო დანაშაული იყო, ფეხბურთელების დანაშაული. ჩვენ ამაზე არც ვდარდობით, არადა, წინ უნდა გაგვეხედა. მე ჟოზესთან ისევ კარგი
ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფეხბურთელები მასზე ცუდს ამბობენ", - თქვა ბალაკმა Sky Sports-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული