ფაბრეგასი: "არსენალში" წაგებების შემდეგ ვტიროდი, სხვები კი იცინოდნენ

AutoSharing Option
"მონაკოს" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა "არსენალის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

"კაპიტანი ვიყავი და ყოველთვის უზარმაზარ ზეწოლას ვგრძნობდი. გუნდს გამარჯვებებისაკენ წინ უნდა გავძღოლოდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი. ხანდახან წაგების შემდეგ სახლში ვტიროდი.

განვიცდიდი, არ მეძინა. წაგების შემდეგ ავტობუსში განადგურებული ვჯდებოდი, სხვები კი იცინოდნენ და იმაზე ლაპარაკობდნენ, სად წასულიყვნენ გასართობად.

ბოლო 2-3 წელი მხოლოდ რობინ ვან პერსი და სამირ ნასრი თამაშობდნენ ჩემს დონეზე. არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ მაშინ ამას ვგრძნობდი. ეს რომ არა, "არსენალიდან" არ წავიდოდი", - გაუმხილა ფაბრეგასმა Goal.com-ს.

ფაბრეგასი "არსენალის" ღირსებას 2003-11 წლებში
იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული