"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულის" დამრიგებელ იურგენ კლოპთან გამართულ დიალოგზე გააკეთა კომენტარი.
"ამას წინათ ვესაუბრე კლოპს. მან მითხრა, რომ "ლივერპულსა" და "ატლეტიკოს" შორის "ენფილდზე" გამართული მატჩი ასეთ პირობებში დანაშაული იყო. ვფიქრობ, ის მართალია.
ჩვენ ახლა ისეთი სტილით ვცხოვრობთ, რომელიც უცხოა. ეს ყველაფერი ძალიან შეგვცვლის. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთიდან დაწყებული, ყველას შტატების შემცირება მოუწევს.
დღეს პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, დაინფიცირებულთა რიცხვის შემცირება. თამაშების განახლების შესახებ ფიქრები - ეს ბოლოა, რაც თავში მომდის", - განაცხადა ანჩელოტიმ Corriere dello Sport-თან საუბარში.