ინგლისურ კლუბს იმედი აქვს, რომ მაღალი ფასით ფეხბურთელის შეძენის სურვილს სხვა კლუბებს დააკარგვინებს.
"ვულვერჰემპტონი" მექსიკელი რაულ ჰიმენესის, სულ მცირე, 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდვას აპირებს. Goal.com-ის ცნობით, კლუბის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ჰიმენესს მხოლოდ მაღალი ფასის დადებით შეინარჩუნებს. ამჟამად ფეხბურთელზე პრეტენზია მადრიდის "რეალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "არსენალს" აქვთ.
მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 44 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.