Don Balon: "რეალი" მზადაა "მანჩესტერ სიტის" ისკო მიჰყიდოს

AutoSharing Option
"დონ ბალონის" ცნობით, "მანჩესტერ სიტი" "რეალის" ნახევარმცველ ისკოს შეძენის ვარიანტს განიხილავს.

"რეალი" მზადაა ისკო გაყიდოს, მაგრამ საკმაოდ ძვირად აფასებს - 80 მილიონმა ევრომ შეიძლება "ქალაქელებს" მისი შეძენის სურვილი დაუკარგოს, მით უმეტეს, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას.

თუმცა, თუ "რეალმა" ისკოს პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა, მზადაა ის ფასდაკლებით გაყიდოს. ისკოს სამსახურით აგრეთვე "არსენალი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ისკომ 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული