ეშლი კოული მძარცველებმა სკამზე დააბეს და მისი სახლიდან ყველაფერი გაიტანეს

AutoSharing Option
უცნობებმა ყოფილი ინგლისელი მცველი ეშლი კოული გაძარცვეს, - იტყობინება "სანი".

გამოცემის ცნობით, ნიღბიანი პირები კოულის სახლში უკანა კარიდან შეიჭრნენ. მათ ის სკამზე დააბეს, ძვირფასეულობა და სხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. კოულმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. რა და რა თანხის ძვირფასეულობა წაიღეს, არ ხმაურდება. როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან ხოლმე, მიმდინარეობს გამოძიება.

კოული "არსენალის", "კრისტალ პალასის", "ჩელსის", "რომას", "ლოს ანჟელეს გალაქსის" და "დერბის" ღირსებას იცავდა. მან ფეხბურთელის კარიერა 2019 წლის აგვისტოში დაასრულა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული