ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ეშლი კოულმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 38 წლის ფეხბურთელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შედეგად მიიღო.

"კარიერა დავასრულე და ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. იმედი მაქვს, ცხოვრების შემდეგი ეტაპი სამწვრთნელო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული.

შესანიშნავი კარიერა მქონდა, ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი. მე მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე, მოვიგე პრემიერლიგა და ეს ყველაფერი ბავშვობის ოცნება იყო.

საკუთარი ოცნებები ავისრულე და ახლა მომავლისკენ ვიხედები. ძალიან მინდა კარგი მწვრთნელი გავხდე,"-
გადმოსცემს კოულის სიტყვებს Sky Sports.

ეშლი კოულს კარიერის განმავლობაში "არსენალში", "კრისტალ პალასში", "ჩელსიში", "ლა გალაქსა" და "რომაში" უთამაშია. მისი ბოლო კლუბი, კი "დერბი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 9 შეხვედრა ჩაატარა. კოულს ინგლისის ნაკრების მაისურით 107-ჯერ აქვს ნათამაშევი, თუმცა გოლი არ გაუტანია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული