"ლივერპული" სტერლინგის დაბრუნებას შეეცდება

AutoSharing Option
ფრანგული გაზეთის, L’Equipe-ის ცნობით, "ლივერპული" გუნდში რაჰიმ სტერლინგის დაბრუნებას აპირებს, რომელიც 2015 წელს "მანჩესტერ სიტიში" გაუშვა.

5 წლის წინ რაჰიმმა "ლივერპული" იმ მიზეზით დატოვა, რომ მას ტიტულების მოგება ყველა ფრონტზე უნდოდა. "ქალაქელების" შემადგენლობაში მან 2-ჯერ ინგლისის ჩემპიონატი და ერთხელ ინგლისის თასი მოიგო.

საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი მას შემდეგ მიიღებს, რაც შემდეგი წლის ბიუჯეტს დაუმტკიცებენ. შეგახსენებთ, უეფამ "სიტის" 2 წლით აუკრძალა ევროტურნირებზე გამოსვლის უფლება.

თავად სტერლინგმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "ენფილდზე" დაბრუნებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული