"ლიდსი" შეიძლება პსჟ-ის მფლობელებმა იყიდონ

AutoSharing Option
ინგლისური "ლიდსის" მფლობელი ანდრეა რადრიდზანი კლუბის გაყიდვაზე ფიქრობს და ჩანაფიქრის შესრულებას უმოკლეს ვადებში აპირებს. ანდრეა მოლაპარაკებებს აწარმოებს ყატარულ საინვესტიციო კომპანია Qatar Sports Investments-თან, რომელიც, ასევე, პსჟ-ის მფლობელია.

90minutes-ის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების დასრულებასთან საკმაოდ ახლოს არიან. უფრო მეტიც, მათ ახალი ბიუჯეტი უკვე შეათანხმეს. ამჟამად "ლიდსი" ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში - ჩემპიონშიფში პირველ ადგილს იკავებს.

ყატარელ ბიზნესმენებს დიდი ხანია სურთ, პრემიერლიგაში ადგილი დაიმკვიდრონ და გუნდს არჩევდნენ. საბოლოოდ კი არჩევანი "ლიდსზე" შეაჩერეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე ვნახავთ მასინ ლიდს პრემიერ ლიგაში
იმერელი
18:18 01-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული