"მანჩესტერი" ჰოლანის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება

AutoSharing Option
ძალიან დიდი იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში პერსპექტიული ფეხბურთელები და ასეთებზე თავისთავად დიდი მოთხოვნაა.

"დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის მამამ გაამხილა, რომ ზამთარში მისი შვილის გადაბირება "მანჩესტერმა" ვერ მოახერხა, თუმცა ESPN-ის ცნობით, მანკუნიანური კლუბი დანებებას არ აპირებს.

ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, ვინაიდან "დორტმუნდი"19 წლის ნორვეგიელს ადვილად არ შეელევა და თანაც, მისი შეძენის სურვილი "რეალს", "იუვენტუსს" და "ტოტენჰემს" აქვთ.

იანვარში გადასულმა ჰოლანმა "დორტმუნდში" 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული