იან რაითი: შეუძლებელია ის გყავდეს გუნდში და ტიტული ვერ მოიგო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, პრემიერლიგის ისტორიაში მე-18 საუკეთესო ბომბარდირმა იან რაითმა კომენტარი ჰარი კეინის "ტოტენჰემ ჰოთსპურიდან" სავარაუდო წასვლაზე ისაუბრა.

"ახლა "ტოტენჰემში" ჟოზე მოურინიოა, მწვრთნელი, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მე მას მომდევნო სეზონის დასრულების შანსს მივცემდი, შევხედავდი, როგორ წაუვა საქმეები. მიმაჩნია, რომ სადებიუტო წელს ჟოზემ გუნდს ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო.

თუკი არაფერი შეიცვლება, კეინი გუნდს დატოვებს და მას ეტყვიან, რომ "კარგი, არაფერი შეიცვალა და წადი". მას მედლებ
ის მოპოვება უნდა. შეუძლებელია ის გყავდეთ გუნდში და ტიტული ვერ მოიგოთ, ის ხომ ბომბარდირია, ფეხბურთელი, რომელსაც შეხვედრის მოგება შეუძლია", - განუცხადა რაითმა Metro-ს.

alt"ტოტენჰემი" კეინს 200 მილიონ ფუნტად აფასებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული