შმეიხელი: "ლივერპული" ჩემპიონი? - ჯერ უნდა მოიპოვოს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მეკარე პეტერ შმეიხელმა იმაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ პრემიერლიგა არ განახლდა, ჩემპიონად შეიძლება "ლივერპული" გამოაცხადონ.

"უდავოა, ისინი ოქროს მედლებს იმსახურებენ. მეორეადგილოსანს 25 ქულით უსწრებენ? ასე რომ, ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ტროფეი უნდა მოიპოვო, რათა შემდეგ ამაზე ილაპარაკო.

"ლივერპულის" ადგილზე თასის ასე გადაცემას მოისურვებდით? ბელგიაში ასე გააკეთეს "ბრიუგეს" შემთხვევაში. ნუთუ ვინმეს უნდა, ასე გახდეს ჩემპიონი?

ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა 1992 წელს ევროპირველობის მოგებაა. მესმის, ეს იგივე არაა, მაგრამ არსით ჰგავს. ჩვენ მაშინ საკვალიფიკაციო
ეტაპი ვერ გადავლახეთ და ტურნირზე იმიტომ დაგვიშვეს, რომ იუგოსლავია დაიშალა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოდა ეგ იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო ვერაფერსაც ვერ მიიგებდი.თუ მოიგე არ გეკუთვნოდა თუ არ გეკუთვნოდა უარი უნდა გეთქვა ტუ უარი არა თქვი,კაი კაცი არა ხარ.
maxo
22:10 06-04-2020
5
მეტი რაღა უნდა ქნას? სულ რომ წააგოს ყველა Თამაში, მაინც Ჩემპიონია. ლივერპულის ფეხბურთელები არ ისურვებდნენ, მაგრამ რომ ეკუთვნის, მაგას თვითონაც აღიარებს. გარდა ამისა, სხვა გუნდებსაც გასარკვევი აქვთ ევროტურნირებზე მონაწილეობის საკითხი. ამიტომაც Ძნელი გადასაწყვეტია რა უნდა მოხდეს.
: )))))))
01:31 07-04-2020
0

სიახლეები პოპულარული