იურგენ კლოპი: კოუტინიო ღირსეულად მოიქცა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ყოფილ ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"პირველივე წამებიდან ფილის გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი. სანამ ეს მოხდებოდა, რამდენიმე კვირით ადრე მასთან ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ, თუმცა "ბარსელონასთან" ჭიდილში ჩვენ შანსი არ გვქონდა.

ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, რადგან მდიდარი არჩევანი არ გვქონდა. ჩვენ ადამ ლალანა ტრავმის გამო გამოგვაკლდა და მცირე მონაკვეთში ორი ფეხბურთელი დავკარგეთ.

ამის ფონზე, "ლივერპულს" სატრანსფერო ბაზარზე აღნიშნული პრობლემის მოგვარება არ შეეძლო - კლუბს საკმ
არისი დრო არ ჰქონდა ახალი ფეხბურთელის გასაფორმებლად.

კოუტინიომ კი ტრანსფერი არ დააჩქარა და ეს მართლაც შესანიშნავი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. ასე რომ, შემდეგი სატრანსფერო ფანჯრისას ჩვენ მისთვის წასვლის უფლება უნდა მიგვეცა", - განაცხადა კლოპმა.

ფელიპე კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წელს გადავიდა 120+40 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ამჟამად ბრაზილიელი იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობს.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული