"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა კლუბის საიტისთვის ექსთანაგუნდელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
მან სამი ფეხბურთელი გამოჰყო - სქოულზი, კინი და ნევილი. სრულად კი გუნდი ასე გამოიყურება:
შმეიხელი, ნევილი, ფერდინანდი, სილვესტრი, ირვინი, კინი, ბატი, სკოულზი, ბექჰემი, რუნი, სოლსკიაერი
აღსანიშნავია, რომ გიგზის სიმბოლურში თავდამსხმელ რონალდოსთვის ადგილი არ მოიძებნა.