"უოტფორდის" მცველი ხოსე ჰოლებასი თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგა უნდა დასრულდეს, ხოლო ჩემპიონად "ლივერპული" დასახელდეს.
"ჩემი აზრით, საჭიროა სეზონი დასრულებულად გამოცხადდეს. ეს საკმაოდ ცხადია. რა აზრი აქვს მის ყოველ ჯერზე გადადებას და განრიგის შეცვლას.
ტიტულს "ლივერპულს" გადავცემდი. მათ მთელი სეზონის განმავლობაში საოცარი ფეხბურთი ითამაშეს. ის ნომერ პირველი გუნდია." - ციტირებს ჰოლებასს Sky Sports-ი.
ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. სატურნირო ცხრილის სათავეში "ლივერპულია", რომელიც 25 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის".