"უოტფორდის" მცველი: მიეცით "ლივერპულს" ტიტული და დაასრულეთ სეზონი

AutoSharing Option
"უოტფორდის" მცველი ხოსე ჰოლებასი თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგა უნდა დასრულდეს, ხოლო ჩემპიონად "ლივერპული" დასახელდეს.

"ჩემი აზრით, საჭიროა სეზონი დასრულებულად გამოცხადდეს. ეს საკმაოდ ცხადია. რა აზრი აქვს მის ყოველ ჯერზე გადადებას და განრიგის შეცვლას.

ტიტულს "ლივერპულს" გადავცემდი. მათ მთელი სეზონის განმავლობაში საოცარი ფეხბურთი ითამაშეს. ის ნომერ პირველი გუნდია." - ციტირებს ჰოლებასს Sky Sports-ი.

ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. სატურნირო ცხრილის სათავეში "ლივერპულია", რომელიც 25 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის".


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაპონტში უცელავენ ჩემპიონობას მაინც ვერ ვხვდები 25 ქულა ეს 2 ან 1 ქულა ხომარაა რომ ამოქაჩო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული