"ტოტენჰემი" კოუტინიოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი კოუტინიო, რომელიც ამჟამად "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს, პრემიერ ლიგის გუნდებისთვის აქტუალური ხდება. ამჯერად ფეხბურთელით "ტოტენჰემ ჰოთსპური" დაინტერესდა.

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონამ" ლონდონის "ჩელსის" შესთავაზა კოუტინიო იჯარის წესით, თუმცა კონტრაქტის აუცილებელი გამოსყიდვის პირობით შეეძინა.

შეგახსენებთ, გერმანელებმა კოუტინიოს გამოსყიდვაზე უარი თქვეს, რამდენადაც 90 მილიონ ევროს ძვირად მიიჩნევენ.


27 წლის ნახევარმცველმა "ბაიერნის" შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა განახორციელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული