ის აუცილებლად მოსაყვანია - "ლივერპული" "ბარსელონას" "სევილიის" მცველში ეცილება

AutoSharing Option
"სევლიის" მცველი დიეგო კარლოსი გრანდების ყურადღებას იპყრობს. მისი გადაბირება "ლივერპულისა" და "ბარსელონას" გეგმებში შედის. 

Diario Sport-ის მიხედვით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კარლოსში ვან დეიკის იდეალურ პარტნიორს ხედავს. 

წყაროს მიხედვით, კატალონიის "ბარსელონას" მოლაპარაკებები 27 წლის მცველთან უკვე დაწყებულიც აქვს, თუმცა ესპანელები ბიუჯეტში ძალიან შეზღუდულები არიან, რაც ინგლისელებს ფავორიტად ხდის. 

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი მცველი "სევილიაში" "ნანტიდან" 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 31 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 8 ყვითელი ბარათი მიიღო. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული