ბრიტანული Mirror-ის ცნობით, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელებმა კლუბის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული პროგრამა არ მიიღეს და ხელფასების შემცირებაზე უარი განაცხადეს.
გამოცემის მიხედვით, კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასების 12,5%-ით შემცირება შესთავაზა, თუ სეზონის საბოლოო შედეგების მიხედვით გუნდი ევროტურნირებზე გასვლას ვერ მოახერხებს. ლიგა ევროპაზე გასვლის შემთხვევაში ხელფასები 7,5%-ით შემცირდებოდა, ხოლო თუ "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა, ხელფასები სრულად ჩაერიცხებოდა.
აღნიშნული შეთავაზება ექტორ ბელერინს გადასცეს, რომელიც გუნდს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაში წარმოადგენს. თუმცა მოთამაშეებმა მკაცრი უარი განაცხადეს, რადგან თვლიან, ევროტურნირებზე ვერმოხვედრის შემთხვევაში, ისედაც ბევრ ფულს დაკარგავენ, რამეთუ მათი ხელფასები
ბონუსსისტემაზეა დამყარებული.
ინგლისის პრემიერლიგის 28 ჩატარებული ტურის შედეგებით, "არსენალი" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.