ცნობილი გახდა, რა შემთხვევაში იყიდის "ლივერპული" მბაპეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, "ლივერპული" პსჟ-ის ფორვარდ კილიან მბაპეზე ბრძოლას დაიწყებს.

წყაროს ცნობით, ინგლისელები იმ შემთხვევაში დაიწყებენ ფრანგთან მოლაპარაკებებს, თუ მათი სენეგალელი შემტევი სადიო მანე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალში" გადავა. ადრე ცნობილი გახდა, რომ მანე "რეალის" მთავარ მიზნად იქცა.

მიმდინარე სეზონში სადიომ "ლივერპულის" შემადგენლობაში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მბაპემ კი 20 მატჩში ითამაშა და 18 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მოუტანა გუნდს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მბაპეთი შეაკიკინეს.
ვაააა!
11:44 15-04-2020
0

სიახლეები პოპულარული