ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა იან რაითმა კომენტარი "მეთოფეთა" ლეგენდა ტიერი ანრის შესახებ გააკეთა.
"2001 წლიდან 2006 წლამდე ანრის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო. ის იმ დროისთვის ფეხბურთის მაიკლ ჯორდანი იყო.
ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო მისი თამაშებისათვის თვალის მიდევნება", - განაცხადა რაითმა.
ტიერი ანრიმ ინგლისის პრემიერლიგაში "არსენალის" მაისურით 258 მატჩი გამართა და 175 გოლი გაიტანა. ლეგენდარული თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა.
იან რაითი: შეუძლებელია ის გყავდეს გუნდში და ტიტული ვერ მოიგო
ტიერი ანრი: სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიოცნებებ "არსენალის" მწვრთნელობაზე