იან რაითი: ის ფეხბურთის მაიკლ ჯორდანი იყო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა იან რაითმა კომენტარი "მეთოფეთა" ლეგენდა ტიერი ანრის შესახებ გააკეთა.

"2001 წლიდან 2006 წლამდე ანრის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო. ის იმ დროისთვის ფეხბურთის მაიკლ ჯორდანი იყო.

ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო მისი თამაშებისათვის თვალის მიდევნება", - განაცხადა რაითმა.

ტიერი ანრიმ ინგლისის პრემიერლიგაში "არსენალის" მაისურით 258 მატჩი გამართა და 175 გოლი გაიტანა. ლეგენდარული თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ