"ლივერპული" და "ვულვერჰემპტონი" კოსოვოელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდებიან

AutoSharing Option
"ვერდერის" თავდამსხმელმა მილოტ რაშიცამ "ლივერპულის" და "ვულვერჰემპტონის" ყურადღება მიიპყრო, - იტყობინება "შპიგელი".

გამოცემის ცნობით, ისინი კოსოვოელი ფეხბურთელის ზაფხულში შეძენას შეეცდებიან, რომლის ფასი 35 მილიონი ევროა.

ამ სეზონში რაშიცამ 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრემენულ კლუბთან კი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

24 ტურის შემდეგ "ვერდერი" ბუნდესლიგაში 18 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომაა: - კოსოვოელი.
სწორია: - კოსოვარი.
ლადო თ
10:53 16-04-2020
4

სიახლეები პოპულარული