ობამეიანგმა ტრანსფერზე დაყენება ითხოვა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" კაპიტანი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავის კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენებას სთხოვს.

ბოლო დროს ობამეიანგს უფრო ხშირად უკავშირებენ სხვადასხვა ევროპულ გრანდს. ფეხბურთელს კი, კონტრაქტის მიხედვით, ერთი წელი დარჩა "არსენალში" სათამაშოდ. Express-ის ინფორმაციით, გაბონელის სურვილი ტრანსფერზე დაყენების მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მუდმივმა ინტერესმა გამოიწვია.

ასეთ შემთხვევაში არც ერთ ზემოხსენებულ გუნდს არ გაუჭირდება პიერის შეძენა. მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 17 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა გუნდს. მისი შემოსავალი კვირაში 230 ათასი ევროა, რითაც მადრიდის "რეალში" ტოპ-10 მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სიაშიც ვერ მოხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული