მსოფლიო ჩემპიონი კორონავირუსით გარდაიცვალა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "ლიდს იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ნორმან ჰანთერი 76 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

"ის წარუშლელ კვალს დატოვებს "ლიდსის" ისტორიაში. მას არასდროს დავივიწყებთ. ჩვენს ოჯახში მან დიდი ტკივილი დატოვა, ჩვენი გულები კი ამ მძიმე წუთებში ნორმანის ახლობლებთანაა." - წერია "ლიდსის" ოფიციალურ ვებგვერდზე.

76 წლის ექსფეხბურთელი მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულია ინგლისის ნაკრებთან ერთად, 1968 წელს კი - ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი. ჰანთერს "ლიდსის" შემადგენლობაში დებიუტი 1962 წელს, 18 წლის ასაკში ჰქონდა და გუნდში 1976 წლამდე დარჩა. "ლიდსთან" ერთად კი ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული
ორჯერ გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვატყობ ბუნებრივი სიკვდილით აღარავინ კვდება მსოფლიოში
ქსენია ძალო
09:23 18-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული